საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 869 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 394 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 104, „პისიარ“ ტესტით – 20 290.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,03%, ბოლო 14 დღის – 5,55%, ბოლო შვიდი დღის – 6,15%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 400 698 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 371 434 გამოჯანმრთელდა, 5 665 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 398 454 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 673.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 963 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 564 პირი.
ამასთან, 23 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 082 პაციენტი, გარდაიცვალა 20 ადამიანი.