Jnews– მა Facebook–ზე ჩატარებული გამოკითხვით გაარკვია, თუ რა ფერის ღობე სურს მოსახლეობას ახალქალაქის ცენტრალურ პარკზე. გამოკითხულებიდან 400 ადამიანი მწვანეს ამჯობინებს, რადგან ეს მათ ბავშვობას ახსენებს. 90-იან წლებში პარკის ღობეების უმრავლესობა მწვანე იყო.
ახალქალაქის ცენტრალური პარკი (“ხას ბახჩა”) რემონტდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, ღობეც მოიხატება, მაგრამ ფერი და სტილი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ახალქალაქის მოსახლეობისთვის ეკითხა, თუ რა ფერის ღობის ხილვა სურდათ.
პარკის რეაბილიტაციის პროექტის თანახმად, ადგილობრივ ქვებს გამოიყენებენ. დამონტაჟდება ქუჩის ტრენაჟორები, რომლებიც გადაიხურება, შადრევნის კასკადი იგივე დარჩება, მხოლოდ გარემოცვა და განათება შეიცვლება. პარკის ოთხივე შესასვლელი ღია იქნება.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია პარკის განათებაც. გამწვანებულ ადგილებში ქუჩის განათება 52 მეტრიანი ბოძით, არქიტექტურული ელემენტებით დამონტაჟდება.
7 ივლისს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მერიის ინფრასტრუქტურისა და დაგეგმვის სამსახურების თანამშრომლებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად პარკის რეაბილიტაციის პროცესი განიხილეს. შეხვედრისას აღმოჩნდა, რომ ღობის ფერი პროექტში გათვალისწინებული არ იყო, ამიტომ მათ უნდა აერჩიათ. ერთ-ერთი ვარიანტი ანტიკვარული სტილის მოხატულობა იყო, შემდეგ კი, გადაწყდა, ახალქალაქის მოსახლეობისთვის ეკითხათ რჩევა.
ღობის შესაღებად ფერის ასარჩევად Jnews- მა მიახლოებითი ვარიანტები მასალაში შემოგთავაზათ. შეგეძლოთ კომენტარის სახით დაგეფიქსირებინათ თქვენი ვარიანტი, ან Facebook-ის ინტერნეტ-