კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 391 თბილისში, 202 აჭარაში, 172 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 627 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 135 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 492 „პისიარ“ ტესტით.

„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 415 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 393 360-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.53%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 943 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 368 073-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 618 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 391 შემთხვევა, აჭარა – 202, იმერეთი – 147, ქვემო ქართლი – 172, შიდა ქართლი – 90, გურია – 47, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 97, კახეთი – 149, მცხეთა-მთიანეთი – 67, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 643 საიდანაც: 4 584 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 684, აჭარაში – 309, იმერეთში – 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 899 პირი, მათ შორის, თბილისში – 444, აჭარაში – 48, იმერეთში -198.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში – 146, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. 1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 – თბილისში, 334- აჭარაში.

13 876 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 37, ხოლო აჭარაში – 10. სულ 6 ოქტომბრიდან – 20 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 970 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 992, პირი, აჭარაში – 1 897, იმერეთში – 1 382“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.