ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელმძღვანელობა თავისუფლების ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციას განიხილავს, რომლის ფარგლებშიც ახალქალაქის ცენტრალურ მოედანს, ადგილობრივებისთვის – მაშტოცის მოედანს შემოვლითი გზა დაემატება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონისა და ტურიზმის განვითარების მიზნით ახალქალაქში ცენტრალური ქუჩასა და ცენტრალური მოედანს რეაბილიტაციას უტარებს. სამინისტრომ მოედნის რეაბილიტაციის 4 განსახილველი ვარიანტი ადგილობრივი ხელისუფლებას წარუდგინა. სარეაბილიტაციო ორი ვარიანტი ითვალისწინებს წრიულ გადაკვეთას მესროპ მაშტოცის ძეგლის გარეშე. მეორე ვარიანტის მიხედვით ძეგლი ახალქალაქის მერიის წინ, სკვერში გადავა. მესამე ვარიანტი ითვალისწინებს ძეგლის ცირკულარული კვეთის ცენტრში გადატანას, ხოლო მეოთხე ვარიანტის მიხედვით ძეგლის გვერდით წრიულ მოძრაობა შეიქმნება.

16 ივლისს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა სამველ მანუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა, ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა, მათმა მოადგილეებმა, ასევე მერიის ინფრასტრუქტურის, კულტურისა და ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლებმა  ქალაქისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი განიხილეს.

შეხვედრა დაძაბულ გარემოში ჩატარდა. გაუგებრობა ძეგლის გადატანის საკითხმა გამოიწვია.  ზოგი მომხრე იყო, ზოგი წინააღმდეგი. ასევე განიხილეს ავტომანქანების პარკირების ადგილები და სხვა ინფრასტრუქტურული საკითხები. ოთხი ვარიანტის უკვე განიხილეს, დარჩენილი ორი ვარიანტი შემდგომი შეხვედრისთვის გადაიდო.  საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაკეთებულა და არც  საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაუგზავნიათ.

“ტურიზმის განვითარების მიზნით, სამინისტრო აპირებს ცენტრალური ქუჩის ბაზრამდე რეაბილიტაციას – მისცეს ქუჩასა და შენობებს თანამედროვე სახე. ზუსტად არ ვიცი რას გააკეთებენ, მაგრამ მოედანზე მესროპ მაშტოცის ძეგლს არავინ აიღებს. ის ან ცენტრში დაიდგმება, ან თავის ადგილას დარჩება”, – განაცხადა ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა.

Hraparak

Screenshot (39)