დღეს საღამოს ახალქალაქში, კულტურის სახლის წინ, ღია ცის ქვეშ, პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხური თეატრი წარმოდგენას გამართავს.
ადამიანის სახ. თბილისის სომხური თეატრი დღეს, 18:00 საათზე, ახალქალაქის კულტურის სახლის წინ უფასო კონცერტით წარდგება.
დღეს, ასევე, ახალქალაქში ბავშვებისთვის კულტურის სახლის წინ განთავსდება კერძო კომპანიის მიერ შიდა ქართლიდან ჩამოტანილი ფასიანი ატრაქციონები და ბატუტები, თუმცა ამას, კონცერტთან კავშირი არ აქვს.