12 ივლისს, ნინოწმინდაში ახალი საინჟინრო ლაბორატორია “ArMat”-ი გაიხსნა.
“რაფაელ ჯავახში” – ახალგაზრდულ ცენტრში ხალხმრავლობა იყო. სადღესასწაულოდ გაფორმებულ ოთახში მაგიდებზე წარმოდგენილი იყო უახლესი კომპიუტერები და ტექნიკა. სწორედ აქ ასწავლიან ნინოწმინდის ბავშვებს IT-ს, თანამედროვე ინჟინერიას და რობოტიკას. 5 ასეთი ლაბორატორია უკვე მოქმედებს მთელ სამცხე-ჯავახეთში. პირველი ლაბორატორია ახალქალაქში 2018 წელს გაიხსნა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში გახსნის შემდეგ, “ArMat”-მა სამუშაოებ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში განაგრძო. ლაბორატორიები ახალციხესა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაშიც ფუნქციონირებს.
ნინოწმინდაში “ArMat” -ის დაარსების პროგრამას ფონდი “ჯავახეთის მხარდაჭერა” (ქველმოქმედი არმენ კარსლიანი) ახალგაზრდულ კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრ “რაფაელ ჯავახთან”, სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და მოწინავე ტექნოლოგიების კავშირთან პარტნიორობით ახორციელებს.
“ArMat”-ის საინჟინრო ლაბორატორიაში ნინოწმინდადან თინეიჯერებს შეეძლებათ პროგრამირების, რობოტიკისა და თანამედროვე ინჟინერიის შესწავლა. მონაწილეობას 10-დან 18 წლამდე მოსწავლეები მიიღებენ. ინიციატივის ავტორი ფონდი “ჯავახეთის მხარდაჭერაა”. ნინოწმინდაში “არმატის” გახსნა ძმებმა, ნინოწმინდის მეცენატებმა, არმენ და თათულ კარსლიანებმა დააფინანსეს.
“თითოეულ რეგიონში კონკრეტული ქველმოქმედი პირები, საქველმოქმედო კომპანიები მონაწილეობენ პროგრამის განხორციელებაში. ნინოწმინდაში დღესასწაულია. ამის შემდეგ სოფელ ოლავერდს ვეწვევით, სადაც ArmAt-ის მე–7 საინჟინრო ლაბორატორიას გავხსნით. ՋԱՀ (ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდი) ბევრ მსგავს პროგრამაში მონაწილეობს. 2014 წლიდან დღემდე 100-ზე მეტი პროგრამა განხორციელდა. მათ შორის, ჯავახეთის განვითარების ყველა საზოგადოებრივი სფერო. “ArmAt”-ის ლაბორატორიები მიზნად ისახავს განათლებასა და IT განვითარებას”, – განმარტა “ჯავახეთის
მისივე თქმით, თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 5 სამუშაო მაგიდისა და 6 კომპიუტერის განთავსება, მაგრამ განცხადების გავრცელების შემდეგ აღმოჩნდა, რომ უამრავი მსურველია და 150-მდე ბავშვი უკვე დარეგისტრირებული იყო. ამიტომ, საბოლოოდ გადაწყდა 10 კომპიუტერის დადგმა. ცენტრში 150 ბავშვი ისწავლის.
გახსნას სომხეთიდან და თბილისიდან, საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ. მუსიკალურად გუნდი “არავოტ ლუსო” აფორმებდა, ხოლო “რაფაელ ჯავახის” ცენტრის მოსწავლეები ცეკვავდნენ და ლექსებს კითხულობდნენ.
ოფიციალური გახსნის ცერემონიის ფარგლებში, “რაფაელ ჯავახის” ახალგაზრდული ცენტრის დირექტორს ჟორა სნჩჩიანს, სომხეთის კათოლიკოს გარეგინ II-ის ბრძანებით, წმინდა საჰაკისა და წმინდა სერობის ორდენი მიენიჭა. ორდენი სნხჩიანს საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის მიტროპოლიტმა ტერ კირაკოს დავთიანმა გადასცა.
“ჯავახეთის მხარდაჭერიის” ფონდმა მადლობის წერილები ქველმოქმედებს, არარატ ანტონიანს, ნინოწმინდის სულიერ ლიდერს ტერ არმაშ პოღოსიანსა და ახალგაზრდული ცენტრის დირექტორს ჟორა სნხჩიანს გადასცა.
წითელი ლენტი ერთ-ერთმა მეცენატმა არმენ კარსლიანმა და ჯავახეთის ფონდის მხარდაჭერის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა სოს საჰაკიანმა გაჭრა. “ArMat”-ის აღმზრდელებმა, ახალქალაქიდან და ეშტიიდან, თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიტროპოლიტმა ტერ კირაკოს დავთიანმა და ტერ არმაშ პოღოსიანმა ნინოწმინდის ბავშვების ახალი სასწავლო ცენტრი აკურთხეს.