9 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში ქვაჯვარი დამონტაჟდა. იგი მე-5 ხაჩკარია, რომელიც ედგარ პაპიკიანმა მთიანი ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებლად დადგა.
ქვაჯვარი სოფლის მკვიდრის, ედგარ პაპიკიანის დაფინანსებით დამონტაჟდა, რომელიც ახლა სომხეთში, ერევანში ცხოვრობს.
გახსნას ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან მოწვეული სტუმრები და ტაბაწყურის რაონების მოსახლეიბა. პირველ რიგში ქვაჯვარი აკურთხეს, შემდეგ მცირე ღონისძიება მოეწყო, ბოლოს კი ალაფუშეტი გაიშალა.
ქველმოქმედის განმარტებით, მისი ინიციატივითა და დაფინანსებით ორი ქვაჯვარი იერაბლურში დაიდგა, ხოლო ორი ფიადოსიაში (ყირიმი).
”ჩვენს სოფელში ქვაჯვარი აქამდე არ ყოფილა. ქვაჯვარი მთიანი ყარაბაღის ბოლო ომის მსხვერპლებს ეძღვნებათ; იქ დაღუპული მამაცი ახალგაზრდების ხსოვნას. დახმარებას ტაბაწყურიდან ვიღებდით. ომში ჩვენი სოფლელი ბიჭი დაიჭრა. მას ფინანსურად ყოველთვიურად ვეხმარებით. ამ დღეს ყოველწლიურად სოფლის მოსახლეობასთან ერთად აღვნიშნავთ ”, – განმატრტა ქველმოქმედმა ედგარ პაპიკიანმა.