9 ივლისს, ნინოწმინდის კლინიკაში კორონავირუსის პირველი ვაქცინები გაკეთდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნინოწმინდის კლინიკა ვაქცინაციისთვის მზად 7 ივლისს იყო, ვაქცინაციის პირველი ჩანაწერები 9 ივლისს გაკეთდა. როგორც რადიო NOR-ის წარმომადგენლებმა განაცხდეს ვაქცინაციის მსურველი სულ 15 ადამიანი იყო, მათი უმეტესობა სასწრაფო დახმარების მუშაკია.
ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ booking.moh.gov.ge– ზე ან დაუკავშირდნენ კლინიკას. ვაქცინაციის დაწყებამდე პაციენტების ანალიზებს გამოიკვლევენ და ჯანმრთელობის პრობლემების არსებობის შემთხვევაში აცრას არ გაუკეთებენ.