მარტუნ უსტიანის დედის თქმით, ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია, მას ყოველდღე აქვს შვილის რამდენიმე წუთით მომახულების საშუალება. ექიმები ამბობენ, რომ ხვალ, ან ზეგ რეანიმაციიდან გადაიყვანენ, საავადმყოფოდან გაწერაზე ჯერ საუბარი არ არის.
“აი მასთან მივდივარ. მას მუდმივად უკეთებენ სისტემას. მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ მასთან ყველაფერი რიგზეა, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ჩვენ აქ ცოტა ხნით დავრჩებით, გაწერაზე საუბარი არ არის “, – თქვა ზარუჰი უსტიანმა Jnews-თან სატელეფონო საუბარში.
3 ივლისს ბათუმში კონფლიქტი მოხდა. ინციდენტის შედეგად დაშავდა პოლიციელი და სოფელ გომანის მკვიდრი, მე-11 კლასის მოსწავლე, მარტუნ უსტიანი. ახალგაზრდების მონაყოლის თანახმად, რომლებიც ასევე კონფლიქტის მონაწილეები იყვნენ, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ჩხუბი ეთნიკური ნიშნით დაიწყო. კონფლიქტის დროს მარტუნ უსტიანი დანით დაჭრა აზერბაიჯანის მოქალაქემ, რომელიც დააკავეს. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით წაუყენეს ბრალი – “ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება”.