ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე 150 დაწესებულებაში ახლო მომავალში ქოლ-ცენტრები გაიხსნება, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სატელეფონო ზარის საშუალებით დარეგისტრირდნენ.

ვაქცინის გაკეთება ასევე შესაძლებელია ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში. თუმცა, როგორც ავეტიკ ტონაკანიანმა JNEWS- თან საუბარში განაცხადა, ახალქალაქში სატელეფონო ზარის საშუალებით დარეგისტრირება ჯერ არ არის შესაძლებელი. საჭიროა დაველოდოთ ელექტრონული პორტის სრულ აღდგენას.