სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 67 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ერთით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

5 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში 2 780 პაციენტი გადის კორონავირუსეზე მკურნალობას.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 225 606 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 217 198 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 527 ადამიანი გარდაიცვალა.