საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელია.
რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, ტიკარაძე ამბობს, რომ „სინოფარმის“ და „სინოვაკით“ აცრა შესაძლებელი იქნება დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც.
„მინდა, მოქალაქეებისთვის განვმარტო, რომ „ფაიზერზე“ ხელმისაწვდომობა იქნება ცალსახად მხოლოდ კლინიკებში. ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი. „ასტარზენეკასთან“ დაკავშირებითაც ხელმისაწვდომობა ექნებათ კლინიკების ნაწილში, ხოლო ჩინური ვაქცინებით – „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ ვაქცინაცია მოქალაქეებს შეეძლებათ დამატებით ვაქცინაციის ცენტრებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის პროცესში მთავრობას, კლინიკებს, ასევე საზოგადოებას წარმატებები უსურვა.
„განვაგრძობ კლინიკებთან საუბარს, რომ გავითვალისწინო მათი საჭიროებები. წარმატებებს ვუსურვებ როგორც კლინიკებს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში კი მთავრობას, რომ პროცესი როგორც წარმატებით დაიწყო, ასევე წარმატებით დასრულდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.