საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 678 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 709 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 220, „პისიარ“ ტესტით – 11 489.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,02%, ბოლო 14 დღის – 2,5%, ბოლო 7 დღის – 2,45%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 365 068 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 351 144 გამოჯანმრთელდა, 5 297 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 257 974 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 777.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 639 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 611 პირი.

ამასთან, 28 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 808 პაციენტი.