მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 181 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.9 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განიკურნა 165 მილიონზე მეტი ადამიანი.
ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 11.4 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 34.4 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 30.1 მილიონი შემთხვევით. მათ ბრაზილია, საფრანგეთი და რუსეთი მოჰყვებიან.