სამეგრელოში ხმაურია. ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობამ 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი გადაწვა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. სოფლის მოსახლეობა ბრალდებული მამა-შვილის უმკაცრეს დასჯას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ბრალდებული მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.