ახალქალაქელმა მოკრივე არტიომ იორდანიანმა დაახლოებით 22:00 საათზე ირლანდიელი მოკრივე ანგარიშით 5: 0 დაამარცხა. ის 22 წლამდელთა შორის ევროპის პირველობის ფინალში გავიდა.

არტიომმა, საქართველოს ხაზინისთვის მინიმუმ ვერცხლის მედალი უკვე მოიპოვა. ის ოქროსთვის იასპარეზებს. მან 91 კგ წონით კატეგორიაში იბრძოლა.

დღეს ახალქალაქის კიდევ ერთი მოკრივე, არტიუშ გომციანი ვერცხლის მედლისთვის იბრძოდა, მაგრამ ის ნიდერლანდელთან ანგარიშით – 2:3, დამარცხდა. ის ბრინჯაოს მედლით დაბრუნდება.

 

nikoloz

22 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მოკრივეთა შორის ევროპის პირველობა იტალიაში 17 ივნისიდან ტარდება. ჩემპიონატში 41 ქვეყნის მოკრივე მონაწილეობს. საქართველოს ნაკრებში 10 სპორტსმენია. აქედან 4 სპორტსმენი ნახევარფინალში გავიდა, რომელთაგან 2 ახალქალაქელია.