22 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველობაში, რომელიც იტალიაში 17 ივნისს დაიწყო, ახალქალაქელი მოკრივეები არტიუშ გომციანი და არტიომ იორდანიანი ნახევარფინალში გავიდნენ. ისინი ვერცხლის მედლისთვის იბრძოლებენ.
არტიუშ გომციანმა გუშინ მოლდოველი მოკრივე დაამარცხა, არტემ იორდანიანმა კი ფრანგი მოკრივე, რომელიც ტურნირის ფავორიტად ითვლებოდა.
არტიუშ გომციანს და არტემ იორდანიანს უკვე გადაეცათ ბრინჯაოს მედალი, დღეს საღამოს ისინი ვერცხლის, შემდეგ კი ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ.
საქართველოს ნაკრების 10 მოკრივედან ნახევარფინალში 4 სპორტსმენი გავიდა, რომელთაგან 2 ახალქალაქელია.
ჩემპიონატში 41 ქვეყნის მოკრივე მონაწილეობს. საქართველოს ნაკრებში ახალქალაქიდან 10 სპორტსმენია.