დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ იქნება. პირბადის ტარება სავალდებულო დარჩება ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა