გუშინ, 17 ივნისს, ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა. განიხილეს რეალიზებული პროგრამები და ისინი, რომლებიც უნდა განხორციელდეს მთელს რეგიონში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და სხვა თანამდებობის პირები.
შეხვედრაზე მოისმინეს სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია, «რეგიონული პროგრამების რეალიზაციის ფონდის» მიერ 2019-2020 წლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ, მიმდინარე და სამომავლო პროგრამებთან დაკავშირებით (რეგიონში და მუნიციპალიტეტებში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტები). ასევე, განიხილეს სახელმწიფო და ადგილობრივი დანიშნულების გზების მშენებლობისა და შეკეთების პროგრამები, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პრობლემები, ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილების ზომები, სანაპირო ზონების დაცვა, ნაგვის გატანა, საცხოვრებელი ფართების გაუმჯობესება, ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები მაღალმთიან
შეხვედრაზე ითქვა, რომ 2012 წლიდან რეგიონში 27 საბავშვო ბაღი აშენდა, მიმდინარეობს 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა, აშენდა 11 სკოლა და კიდევ 6 სკოლა შენდება. ასევე აღინიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთში 750 კმ-ის სიგრძის გზა დაიგო, რისი ღირებულება საერთო ჯამში 544 167 606 ლარს შეადგენს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ რეგიონის მოსახლეობის 75% უკვე გაზმომარაგებულია. ამ სამუშაოებზე 8 წლის განმავლობაში 630 მილიონი ლარი დაიხარჯა.
შეხვედრაზე მათ ასევე აღნიშნეს სკოლამდელი აღზრდის სტიმულირების მნიშვნელობა.
ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, განიხილეს რეგიონის აქტუალური პრობლემები და გამოწვევები. რეგიონის გაზიფიკაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია.
რა წინადადებებით და პრობლემებით წარსდგა დეპუტატი სამველ მანუკიანი, მერი იურიკ უნანიან და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, JNEWS-ი მომდევნო