დღეს ახალქალაქის გუნდმა, “აბულმა” საკუთარ მინდორზე გუნდი “სოხუმის დინამო” ანგარიშით 7: 1 დაამარცხა.
დღეს, 18 ივნისს, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო გუნდმა “აბულმა” “სოხუმის დინამოს” უმასპინძლა. თამაში ანგარიშით 7: 1 დასრულდა, ახალქალაქის “აბულის” გამარჯვებით.
მეტოქის კარში გატანილი გოლები:
მარგარიანი სტეპანი – 1
ჭორუხიანი რომიკი – 4
ტოროსიან რაფაელ – 1
პალოიან აღასი – 1
თამაში ჩატარდა საქართველოს რეგიონალური ფეხბურთის ჩემპიონატის ფარგლებში. მონაწილეობს 26 გუნდი. ამ შეხვედრის შემდეგ, ახალქალაქის “აბულის” გუნდი მე -12 პოზიციას იკავებს.
მომდევნო თამაშს “აბული” 24 ივნისს, თბილისში გუნდ “იბერია 2010”-თან ითამაშებს.