ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია გვაცნობებს, რომ ხიდი, რომელიც ქალაქის მთავარ ნაწილს ჯივანის მიკრორაიონთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან აკავშირებს, 17 ივნისიდან კაპიტალური შეკეთების მიზნით დაიკეტება.
ხიდის კაპიტალური რემონტი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცუდ მდგომარეობაში იყო, ხვალ, 17 ივნისს დაიწყება. სარემონტო სამუშაოებს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება.
იმის შესახებ, თუ ვინ ახორციელებს კაპიტალურ რემონტს, რა გაკეთდება რეაბილიტაციის ფარგლებში და რა უხერხულობას მოუტანს მოსახლეობას ხიდის დაკეტვა, — Jnews-ის შემდგომ მასალებში წაიკითხავთ.