17 ივნისს, იტალიაში 22 წლამდე ახალგაზრდებს შორის კრივის ევროპის პირველობა იწყება. ჩემპიონატში 41 ქვეყნის მოკრივე მონაწილეობს. ახალქალაქიდან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სამი სპორტსმენი მონაწილეობს: გომციან არტიუში, ელიზბარიან არშაკი და იორდანიან არტიომი.
დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 10 მოკრივე მწვრთნელებთან და ჯგუფების ხელმძღვანელებთან ერთად იტალიაში ევროპაში საუკეთესოთა ტიტულის მოსაპოვებლად გაემგზავრნენ. მათ შორის, არის ახალქალაქის სპორტული კომპლექსის სამი მოსწავლე.
ევროპის ჩემპიონატი 17 ივნისს დაიწყება და 24 ივნისამდე გაგრძელდება.
არტიუშ გომციანი 60 კგ წონით კატეგორიაში, არშაკ ელიზბარიანი – 75 კგ და არტიომ იორდანიანი – 91 კგ, იბრძოლებენ ევროპაში საუკეთესო ტიტულისთვის. მოკრივეებს ატომ ელიზბარიანი ვარჯიშებს.