მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 176 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.8 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განიკურნა 159 მილიონზე მეტი ადამიანი. ამჟამად კი მსოფლიოში ინფიცირების 12.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 34.3 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 29.3 მილიონი შემთხვევით, მესამეზე – ბრაზილიაა 17.3 მილიონი დაინფიცირებულით, მეოთხეზე – საფრანგეთი, სადაც, პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 5.7 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, მეხუთეზე კი – თურქეთია 5.3 მილიონზე მეტი ინფიცირებულით.