ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, ამ დროისთვის, UNICEF-ის, ჯანდაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს და World Vision- ის მონაწილეობით რეგულარულ სამუშაო შეხვედრებს მართავენ. შეხვედრის შედეგად უნდა გადაწყდეს, დაიშლება თუ არა ბავშვთა სახლი, ან დაიყოფა პატარა ბავშვთა სახლებად და საერთოდ, რა მოუვა ამ დაწესებულებას.

მრავალი დღის განმავლობაში წმინდა ნინოს პანსიონატს ჟურნალისტები “დარაჯობენ”, ყოველდღე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები და პოლიციის თანამშრომლები ხვდებიან მოსწავლეებსა და პედაგოგებს. ამ დროისთვის ბავშვთა სახლში გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, იუნისეფის წარმომადგენელი ჰასან ხალილი, საპატრიარქოს და World Vision-ის წარმომადგენლები.

 

shtativ

 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, წყდება საკითხი, თუ, როგორ იარსებებს პანსიონატი სკანდალის შემდეგ.

“ამ ეტაპზე UNICEF-ის, ჯანდაცვის მინისტრის საპატრიარქოსთან ერთად კომისიამ უნდა შეიმუშაოს გეგმა, თუ როგორ უნდა გადააკეთოს ეს ბავშვთა სახლი პატარა ბავშვთა სახლებად იმავე ტერიტორიაზე. საუბარი იქნება ამაზე. ჩვენ აუცილებლად უნდა ვნახოთ რას გვეუბნებიან ისინი. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, თქვენ იცით, რომ უკვე გამოჰყავთ ბავშვები. ამ სკანდალის გამო, ბავშვებს მშობლებთან მოუნდათ და, როგორც ჩანს, ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. ვნახოთ. გუშინდელი დღის მდგომარეობით 30 ბავშვი იყო პანსიონში. საქმე იმაშია, რომ თუ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პანსიონი დაიშალა, ბავშვებს დროებით გადავიყვანთ, შემდეგ კი არ ვიცი. თქვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ რას იტყვიან”,- ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

 

Sirota 2

 

ჟურნალისტები არ შორდებიან პანსიონატის კედლებს, ელოდებიან და ყველას უსვამენ კითხვებს,  ვინც კი დატოვებს ბავშვთა სახლის კედლებს. ბავშვები სხედან გალავნის კედლის კუთხეში და თვალს ადევნებენ აურზაურს, რომლის ცენტრში აღმოჩნდნენ. 14 წლის მოსწავლე, რომელსაც ვესაუბრეთ, ამბობს, რომ პანსიონში თავს კარგად გრძნობენ და არსად წასვლა არ სურთ. მას სიამოვნებს ნინოწმინდაში ცხოვრება, სადაც ადრეული ასაკიდან გაიზარდა. ბავშვების თქმით, პანსიონატში ჯერ კიდევ 3-დან 18 წლამდე 30 ბავშვი იმყოფება. მჭევრმეტყველ ბავშვებს არ სურთ  პირადი ცხოვრების შინაარსის შემცველ კითხვებს უპასუხონ.

 

ded dom 2