ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 821 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 351 249-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 821 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 439 შემთხვევა, აჭარა – 71, იმერეთი – 86, ქვემო ქართლი – 66, შიდა ქართლი – 22, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 60, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
სულ 6 ოქტომბრიდან – 8 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 835 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 234 ადამიანი