საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 866 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 478 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 864, „პისიარ“ ტესტით – 14 614.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,13%, ბოლო 14 დღის – 2,77%, ბოლო შვიდი დღის – 2,73%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 351 249 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 335 895 გამოჯანმრთელდა, 4 982 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 184 718 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 970.
კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 210 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 635 პირი.
ამასთან, 8 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 510 პაციენტი გამოჯანმრთელდა.