კორონავირუსმა გავლენა ვერ მოახდინა სოფელ კუმურდოში საკათედრო ტაძრის რესტავრაციაზე, სამუშაოები არ შეჩერებულა, მაგრამ სრულად აღდგენას კიდევ, რამდენიმე წელი დასჭირდება.

2016 წელს, როდესაც სარემონტო სამუშაოები დაიწყო, Jnews– მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამუშაოები 2021 წლამდე გაგრძელდებოდა. თუმცა, ამ დროისთვის ნათელი გახდა, რომ საბოლოო რესტავრაციისთვის უფრო მეტი დრო იყო საჭირო.

“ამ დროისთვის მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ის 2020 წელსაც გრძელდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალ წელს გუმბათს მივაღწევთ. ამ ეტაპამდე მივალთ და შემდეგ იქნება პაუზა. რომლის დროსაც, გუმბათის მოწყობილობა და ფორმა შეთანხმდება. არანაირი პრობლემა არ არსებობს. იქ დროებითი გუმბათის მოწყობაა გათვალისწინებული. მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, შეთანხმდნენ, რომ რესტავრატორები გუმბათის სტრუქტურას ააშენებენ და რამდენიმე წლის განმავლობაში ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორები გუმბათის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმდებიან. პროცესი არ არის სწრაფი, სრულ რესტავრაციას კიდევ, რამდენიმე წელი დასჭირდება”, – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბექა ბარამიძე.

3 000 000 000 ლარის ღირებულების პროექტი – “კუმურდოს ტაძრის რესტავრაცია”- 2016 წლის ივლისში დაიწყო.

სოფელი კუმურდო X საუკუნეში აგებული მონუმენტური ტაძრით გამოირჩევა, რომელიც დღემდე დიდებულად დგას. ის 957-964 წლებში ეპისკოპოსმა იოანემ ააგო, აფხაზეთის მეფის ლეონ III- სა და ზვიად ერისთავის დროს. იმ დროს კუმურდო საქართველოს მეფე ბაგრატ IV დიდის (1027-1072) რეზიდენცია იყო ჯავახეთში. სამხრეთის გალერეაც მის მიერ აშენდა.

Kumurdo 1

Kumurdo 2

 

Kumurdo 3

 

kumurdo 4

 

Kumurdo 5

 

Kumurdo 6