საქართველოში შემოსვლისას სამედიცინო დაზღვევა არ არის აუცილებელი. დაზღვევის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ავრცელებს.
ეს ინფორმაცია JNEWS-ს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაადასტურა. საკითხი ახალქალაქის რაიონის მცხოვრებლებს აწუხებს. JNEWS-ის რედაქციას მიმართა მცხოვრებმა, რომლის ოჯახის სამი წევრი სომხეთში უნდა წავიდეს, ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან. მათ მაღალი ფინანსური ხარჯი აქვთ, რადგან სამივეს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში PCR ტესტის (ორჯერ) ჩაბარება მოუწევთ, რომელსაც ჯანმრთელობის დაზღვევაც დაემატება.
JNEWS–მა სცადა გაერკვია, ნამდვილად არის თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო. მთავრობის ცხელ ხაზზე განგვიმარტეს:
”ჯანმრთელობის დაზღვევა არჩევითია. ეს არის იმ მიზნით, რომ, მაგალითად, თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვა საქართველოში და მას საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდება და ამ შემთხვევაში, თუ ადამიანს ექნება ჯანმრთელობის დაზღვევა, მისი ქვეყანა მკურნალობის ხარჯებს დაფარავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო დაზღვევის წარდგენა საზღვარზე არ არის სავალდებულო. ”