სხვადასხვა ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენელი ჟურნალისტები დღეს დილიდან, ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან არიან ჩასაფრებულები იმისთვის, რომ, რაიმე ინფორმაცია მაინც მიიღონ. ჟურნალისტების შეკითხვებს პანსიონატის აღსაზრდელებმა უპასუხეს.
ბავშვთა სახლი სკანდალში თვეზე მეტია, მას შემდეგ გაეხვა, რაც სახალხო დამცველის წარმომადგენლები წმინდა ნინოს პანსიონატში არ შეუშვეს. შენობაში, ვერც მედიის წარმომადგენლები შედიან. მხოლოდ 2-3 მედიასაშუალებას დართეს ნება. გუშინ ტელეკომპანია «იმედი» გავიდა პირდაპირ ეთერში მასალით, რომელშიც ბავშვები საუბრობენ იმაზე, თუ, როგორ ისჯებიან ცელქობისთვის.
ამის შემდეგ სახელმწიფო მეურვეობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პანსიონატის დატოვება 6 ბავშვს სურს და ისინი ამ მიმართულებით მუშაობენ.
დღეს სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლებმა (შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ესენი არიან სოციალური მუშაკები) პანსიონატიდან 4 ბავშვი წაიყვანეს, ორ-ორი. თუმცა, არ არსებობს ინფორმაცია იმაზე, თუ სად წაიყვანეს ისინი, რომელი სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ ეს ადამიანები.
ბავშვები, რომლებიც ჟურნალისტებს კედლის მიღმა ესაუბრებოდნენ, ამბობდნენ, რომ ისინი მიჰყავთ, ვინც თავად სურთ.