საქართველოში კორონავირუსის 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 205 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 191 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 183, „პისიარ“ ტესტით – 12 008.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,16 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,91 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 346 983 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 330 721 გამოჯანმრთელდა, 4 853 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია – 155 538 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 158.
კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 490 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 639 პირი.
ამასთან, 2 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 896 პაციენტი.