სათხას დღე, რომელიც უკვე ტრადიციულად ყოველწლიურად 1-ლ ივნისს აღინიშნება, წლეულს არ აღინიშნა.
ეპიდემიის გამო ქვეყანაში ბევრ დღესასწაულს არ აღნიშნავენ, მათ შორის სოფელ სათხას დღესაც. ყოველწლიურად 1-ლი ივნისი დიდი მასშტაბით, სპორტული ღონისძიებებით და მუსიკალური ღონისძიებებით აღინიშნებოდა, მაგრამ წელს სიმშვიდე სუფევდა.
სოფელ სათხას დღესასწაული აღინიშნება, როგორც 1918 წლის გმირული ბრძოლის მსხვერპლთა ხსოვნის დღე, როცა მთელი სოფელი წინააღმდეგობას უწევდა თურქებს, იცავდა მშობლიურ ჯავახეთს და მათ სოფელს. ყოველ წელს სათხას დღის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამ დღეს არა მხოლოდ სოფლის მოსახლეობა იკრიბება, არამედ სხვა სოფლების მოსახლეობაც, ასევე სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
სათხა ერთ-ერთია იმ მცირე ზომის სოფლებიდან, რომლის მოსახლეობამაც გაქცევის ნაცვლად, ბრძოლა და მტრის დამარცხება გადაწყვიტა. ომის დასრულების შემდეგ, სოფლელებმა თანდათანობით სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს. ომის დაწყებამდე სოფელში დაახლოებით 3400 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი დაახლოებით 500 ოჯახი ცხოვრობს.