სოფელ კორხში, თანამედროვე ტიპის სპორტულ კომპლექსს – ტრენაჟორების დარბაზით და საცურაო აუზით (შენდება მდინარეზე და აივსება მდინარის დინებით) კომპანია შპს «აისი» ახალი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის სოციალური პროგრამების ფარგლებში აშენებს . ამ ორი ობიექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია, თუმცა სოფელ კორხში ბევრი უკმაყოფილოა ამ გადაწყვეტილებით და თვლის, რომ სოფელს სატუმბი სადგური უფრო მეტად სჭირდებოდა მინდვრების მოსარწყავად.
კომპანია «აისი» ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ორ ჰიდროელექტროსადგურს აშენებს: “ახალქალაქი 1”-ს და “ახალქალაქი 2”-ს. პროექტის სოციალური პროგრამების ფარგლებში და სოფელ კორხის მოსახლეობასთან შეთანხმებით, კომპანია სოფელში სპორტდარბაზს და საცურაო აუზს აშენებს. თუმცა, როდესაც Jnews-ი სოფელში იმყოფებოდა, ზოგიერთმა მცხოვრებმა შერჩეული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისადმი უკმაყოფილება გამოთქვა.
«ახალგაზრდებმა ჩვენს გარეშე მოაწერეს ხელი, რაში გვჭირდებოდა სპორტული დარბაზი, ჩვენ გვჭირდება წყალი მინდვრების მოსარწყავად», – წუხილს გამოთქვამს ვახუშ მაკარიანი.
«რამდენიმე ახალგაზრდა დათანხმდა, ახლა ვერაფერს შეცვლით, წყალი გვჭირდებოდა მინდვრების მოსარწყავად. ჩვენ გვქონდა (სატუმბი სადგური), მაგრამ ის გაფუჭდა. საჭირო იყო წყლის მილების საშუალებით ატანა, რომ კარტოფილის მინდვრების მორწყვა შეგვეძლოს. საცურაო აუზი საერთოდ არ გვჭირდებოდა, ისედაც მდინარეში ვცურავდით», – თქვა კიდევ ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც საკუთარი თავის წარდგენა არ ისურვა.
სოფელში ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაიყო, მოსახლეობის ნახევარი სპორტდარბაზის მომხრე იყო, ნახევარი სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის.
თუმცა, გადაწყვეტილება მიღებულია და უკვე ერთი თვეა სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
სპორტული დარბაზის მშენებლობის ხელმძღვანელი, ედიკა მელტონიანი ამბობს, რომ მშენებლობას თვენახევარში დაასრულებენ.
«იქნება საშხაპე ოთახი, ტუალეტი და დიდი დარბაზი. სამუშაოები ჩვეულებრივ მიმდინარეობს, პრობლემები არ არის», – თქვა ედიკ მელტონიანმა.
კითხვაზე, გზის, ან სხვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია თუ იგეგმება, სამშენებლო კომპანიის დირექტორმა, თეიმურაზ მათითაშვილმა განაცხადა:
«ეს ძალიან პატარა პროექტია (ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა), რომ სოციალურ საჭიროებებზე დაიხარჯოს ბევრი ფული, რაც შეგვეძლო, იმას ვაშენებთ. გზას ჩვენ არ ვიყენებთ, თვითონ ავაშენეთ მშენებლობისთვის», – თქვა თეიმურაზ მათითაშვილმა.
მესროპ ირიციანი, პრიორიტეტების განსაზღვრის დროს, სოფელ კორხის უფლებამოსილ პირად მუშაობდა. ის შემდეგ კომენტარს აკეთებს:
«10-ჯერ ჩავატარე შეხვედრა სამუშაოების შესარჩევად, არაუმეტეს 12 ადამიანი მოვიდა. როცა ვეკითხებოდი, – რა გინდათ, რომ გაკეთდეს? პასუხს ყველა თავს არიდებდა. ახალგაზრდებმა თქვეს, – უფროსებს ჰკითხეთო. უფროსებმა კი, – ახალგაზრდებს ჰკითხეთო. გადავწყვიტეთ, სატუმბი სადგური გაგვეკეთებინა, მთელი სოფელი წინააღმდეგი იყო. იმ ადგილას, სადაც მათ უნდა აეშენებინათ, ყველას პატარა მიწის ნაკვეთები ჰქონდა, ყველა წინააღმდეგი იყო, თქვეს, რომ არ აწყობთ. მაშინ ჩვენ გადავწყვიტეთ სპორტდარბაზი, ახლა ამბობენ, რომ არ გვინდაო. მშენებლობა უკვე დაწყებულია, ვერაფერი შეიცვლება»,- განმარტა მესროპ ირიციანმა.
ახალქალაქის ახალი ჰესები: მოსახლეობა დათანხმდა
ახალი ჰესები ახალქალაქში: კომპანია «აისი» 9 სოციალურ პროექტს ითავებს
ახალი ჰიდროელექტროსადგურები და ახალქალაქი: რისი ეშინია მოსახლეობას
ჰესები და ახალქალაქი: ზარალი და სარგებელი