წელს მდინარე ფარანავზე, სოფელი დილისკასთან ახლოს და მდინარე კორხთან ორი ჰესის «ახალქალაქი1» და «ახალქალაქი2»-ის მშენებლობა დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლები ორჯერ შეხვდნენ ორივე სოფლის მოსახლეობას და ურთიერთშეთანხმებამდე მივიდნენ, მოსახლეობას მაინც ეშინია, რომ მათი ცხოვრება ჰესის მშენებლობასთან ერთად გაუარესდება.

«ახალქალაქი1» ჰესი, რომელიც სოფელ დილისკასთან ახლოს აშენდება 7.7კვტ სიმძლავრის იქნება, ხოლო «ახალქალაქი2» სოფელ კორხთან 1.8კვტ სიმძლავრის იქნება. ორივე ჰესის მშენებლობას კომპანია შპს «აისი» განახორციელებს.

წინასწარი მონაცემებით, ჰესის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება. კომპანია «აისის» ეკოლოგის დავიდ ნოზაძის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.

«პროექტი მზად არის და მშენებლობა აგვისტოში დაიწყება თუ მოესწრება ეკოლოგიური საკითხების დოკუმენტაციის მომზადება. იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება წყალი, აგვისტოში ჩვენ შევაჩერებთ ჰესის მშენებლობას, ეს ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოხდება»,- თქვა დავიდ ნოზაძემ.

ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, კომპანია «აისის» წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ სოფელ დილისკისა და კორხის მოსახლეობას. კომპანიის ეკოლოგის თქმით, სოფლის მოსახლეობასთან ისინი საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. კომპანიაში მოსახლეობასთან კიდევ ერთ შეხვედრას გეგმავენ.

ges3

თუმცა სოფელი კორხის მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი საბოლოო გადაწყვეტილებადე ჯერ არ მისულან.

სარგის განდილიანი, რომელიც კომპანიისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრებს ესწრებოდა, არ უარყოფს, რომ შეთანხმდნენ, მაგრამ იყო კიდევ ისეთი საკითხები, რომლებზეც საერთო შეთნხმებამდე ვერ მივიდნენ.

«მათ თქვეს, რომ დაამონტაჟებენ ტუმბოებს, მორწყვის პერიოდში სამუშაოებს შეაჩერებენ, რაშიც ეჭვი მეპარება. ამას გარდა ტუმბოს დამონტაჟება უნდათ დაბლა, ჩვენ კი გვინდა რომ ის დამონტაჟდეს მაღლა, რათა ჩვენ თავად გავაკონტროლოთ და შევძლოთ წყლის გამორთვა. გარდა ამისა ჩვენ გვინდა ბასეინში წყალი მილებით ამოვქაჩოთ, მაგრამ ისინი ამას ეწიინააღმდეგებიან. ჩვენ დეტალებში ვერ შევთანხმდით»,- ამბობს სარგის განდილიანი.

არტიუშ ატანიანი აცხადებს, რომ საერთო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ და არ დაუშვებენ მშენებლობას იქამდე, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

ges4

«რადგან იქ, სადაც მათ უნდათ აშენება, ჩვენ 15 მეტრში გვაქვს წყაროები. ჩვენ ვუთხარით ხელი არ მოკიდონ, რათა შემდეგ, როდესაც სასმელი წყალი არ გვექნება, წყალი მილებით შემოვიყვანოთ. ჩვენ შევთავაზეთ გზის გარემონტება, მაგრამ უარი გვითხრეს, სოფლის ელექტროენერგიით დაკმაყოფილებაზეც უარი თქვეს, ბასეინის აშენებაზეც უარი გვითხრეს. რატომ უნდა მივცეთ ჩვენი წყალი»,- ამბობს არტიუშ ატანიანი.

მნაცაკან მალარიანს არ სჯერა, რომ სარწყავ პერიოდში წყალს არ იქნება გამოიყენებული.

«მე არ მჯერა, რომ ამ პერიოდში ჰესის მუშაობას შეაჩერებენ. სოფელი ორჯას მაცხოვრებელმა იკითხა, წყლის რამდენი პროცენტი რჩება მდინარეში, რაზეც უპასუხეს, რომ 10%. წყალი ისედაც ცოტაა აქ, მათაც არ ეყოფათ, როგორღა დატოვებენ 10%-ს ისე, რომ საქონელსაც და მორწყვასაც ეყოს. ზაფხულის პერიოდში წყალი ისედაც იკლებს»,- ამბობს მნაცაკან მალარიანი.

ერვანდ აივაზიანი ჩივის, რომ აქვთ ხეხილის ბაღები და ჰესის მშენებლობა ხეებს დააზიანებს.

სოფელი დილისკას მოსახლეობა ნაკლებად კატეგორიულია, ისინი მშენებლებთან საერთო შეთანხმებადმე მივიდნენ. სოფლის სპეციალისტის ბაბკენ ნახატაკიანის თქმით, შეხვედრების დროს მათ მოისმინეს მოსახლეობის პირობები და მიიღეს ისინი.

«ჩვენ შევთანხმდით, რომ მორწყვის პერიოდში ჰესის მუშაობას შეაჩერებენ. ვინაიდან ჩვენ გვაქვს ტუმბოები, ისინი ვალდებულნი არიან გაარემონტონ 3კმ სიგრძის სასმელი წყლის წყალგაყვანილობა, ასევე სასაფლაოდან სოფელ მაჯადიამდე, სასაფლაოს გზის რეაბილიტაცია და სასაფლაოს ტერიტორიის დასუფთავება»,-თქვა ბაბკენ ნახატაკიანმა.

სოფელი კორხის მაცხოვრებლის ვარდუი თოპუზიანი თქმით, ის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია საერთოდ და თვლის, რომ ეს ცუდად მოქმედებს ბუნებაზე და ეკოლოგიაზე. ის ფიქრობს, რომ ხალხი საკუთარი ბიზნესის გამო ბუნებას და გარემოს აფუჭებს.

«პირადად მე ყველანაირი ჰესის წინააღმდეგი ვარ. ისინი გარემოს ზიანს აყენებენ. ჩვენი ბაღები ფუჭდება, გარდა ამისა მათ 300მ სიღრმეზე გათხარეს და დაამონტაჟეს მილები იქ, სადაც ჩვენი წყაროებია, რის შემდეგაც წყაროები ამოქმედდა. ეს გააკეთეს იმისთვის, რომ წყალი დაბლა ჩავიდეს მდინარესთან. რადგან, როდესაც არის ნახვრეტი, წყალი დაბლა ჩადის. მე ვფიქრობ, ამით უკვე მიაყენეს ზიანი გარემოს»,- თქვა მან.

Ges

წინასწარი გამოძიება, იმის შესახებ თუ რა გავლენას მოახდენს ჰესი ეკოლოგიაზე, ატარებს შპს «გამა კონსალტინგი».

კომპანიის ეკოლოგის ჯუგული ახვლედიანის თქმით, მათ სამუშაოები უკვე დაასრულეს და დამკვეთს გადასცეს. მისი თქმით, მათ რაც იყო დაწერეს. გარემოზე ზემოქმედების შეკითხვაზე, ჟუგული ახვლედიანმა უპასუხა:

«გარკვეული ზიანი იქნება, მაგრამ დიდი არა. ერთადერთი არის ის, რომ მდინარე კორხში წყლის დონე და მდინარეში თევზების რაოდენობა შემცირდება, რადგან არ იქნება საკმარისი წყალი, რადენიც ახლაა, მაგრამ თევზი იქნება. სხვა რისკი არ იქნება, რადგან წყალსაცავი არ იქნება. ჩვენ დავწერეთ რაც იყო, შეაფასებს ბუნების დაცვის სამინისტრო. სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე ზიანი»,- თქვა კომპანია «გამა კონსალტინგის» ეკოლოგმა ჯუგული ახვლედიანმა.

ges5