კომპანია, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორხის, ორჯასა და დილიდკის ტერიტორიაზე ორ ჰიდროელექტროსადგურს აშენებს, სოფელ კორხთან მემორანდუმს მიაღწია. საერთო ჯამში კომპანია “აისი” აღნიშნულ სამ სოფელში 9 საინფრასტრუქტურო სამუშაოს განახორციელებს.
სოფელ კორხის მოსახლეობამ, მათი სოფლის ტერიტორიაზე ორი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე თანხმობა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ადრე, 14 ივლისს, სოფელ ორჯამ და დილისკამ მემორანდუმს ხელი მოაწერეს, ხოლო სოფელ კორხის მოსახლეობამ კომპანია “აისის” დამატებითი დროის მიცემა სთხოვა, რათა პირობები კიდევ ერთხელ დაეზუსტებინა. ამისათვის მათ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს სამველ მანიკიანსა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ბესიკ ამირანაშვილს სთხოვეს კომპანია “აისის” წარმომადგენლებს შეხვედროდნენ.
სოფელ კორხში მერის წარმომადგენელმა მესროპ ირიციანმა JNEWS-თან სატელეფონო საუბარში სთქვა, რომ მათ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
“მემორანდუმს ხელი უკვე მოვაწერეთ და კომპანიის წარმომადგენლებთან უკვე შევათანხმეთ პირობები. მანუკიანი ჩვენ შეგვხვდა და გვითხრა, რომ პირობების შესახებ გუბერნატორიც არის ინფორმირებული, ყველაფერი შედგენილია ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა, და მოსახლეობაც დაგვთანხმდა”,- სთქვა მესროპ ირიციანმა.
მისი თქმით, მემორანდუმიში კიდევ რაღაც პატარა პირობები დაემატა. ერთერთი მათგანი არის ის, რომ თუ მომავალში სოფელ კორხის მოსახლეობა მოსარწყავი სატუმბე აუზის აშენებას დააპირებს, კომპანია ამას წინააღმდეგობას არ გაუწევს.
კომპანია “აისი” სოფელ კორხში სამ პროექტს ახორციელებს:
1. საქონლის წყლით მომარაგების ადგილის მოპირკეთება;
2. სპორტული დარბაზისა და სოფლის ირიგაციული სატუმბე სადგურის რემონტი;
3. საცურაო აუზის მოწყობა (საცურაო აუზი გაშენდება მდინარეში და გამდინარე წყლით აივსება).
სოფელ დილისკაში ოთხი პროექტი განხორციელდება:
1. არსებული სასმელი წყლის წყალგაყვანილობის აღდგენა (L = 2,8კმ, D = 200მმ) ლითონის მილების პლასტიკურზე შეცვლა;
2. ძველ სასაგლაოსთან მდებარე გზის გასწორება და ხრეშია დაყრა (დაახლოვებით 0,25ჰა) რომელიც მდინარე ფარავანთან ჰესის მთავარი შენობასთანაა განლაგებული;
3. ახალი სასაფლაოს გზის (200მ) ასფალტირება;
4. ჰესისი შენობისაგან პატარა სალოცავის დაშორება.
სოფელ ოჯაში სამი სამუშაო შესრულდება:
1. სოფლის ირიგაციული სატუმბე სადგურის რემონტი- 450კვტ სიმძლავრის, ორი ტუმბოს დაყენება;
2. საქონლისათვის სალევი წყლის ადგილის მოწყობა;
3. საცურაო აუხის მოწყობა (აუზი მდინარეზე გაშენდება და გამდინარე წყლით შეივსება).
კომპანიას მმართველობისაგან არაოფიციალური თანხმობა უკვე აქვს, ოფიციალურად ის ტექნიკური პროცესების მოგვარების შემდეგ გაფორმდება. ახალქალაქის მერის მოადგილის არმენ მარანგოზიანის თქმით, კომპანიამ პროექტი მუნიციპალიტეტს წარუდგინა, ისინი შეისწავლიან და შესაბამისი პროექტის მშენებლობის თაობაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.
“ჩვენი თანამშრომლები პროექტს განიხილავენ, რის შემდეგაც ჩვენ თანხმოვას მივცემთ, მოთხოვნები გაგზავნილია და პასუხებს ველით. ხელი მოეწერება, ეს ხომ ჩვენი ხალხისთვის კეთდება, უბრალოდ არსებობს ტექნიკური მხარე, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ”,- სთქვა არმენ მარანგოზიანმა.
“აისი” სოფელ კორხი, დილისკასა და ორჯას განვითარებაში თავისი წვლილის შეტანას ცდილობს. ეს გარკვეულ წილად პროექტსაც ეხება ისევე, როგორც სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, რომლების უთუოდ დადებით გავლენას მოახდენენ; სოციალური პროექტების განხორციელება კომპანიის ვალდებულება კი არა, არამეტ საციალური პასუხისმგებლობა და კომპანიის კეთილგანწყობაა”,- გაგვიმარტეს კომპანიიდან.
კომპანია “აისი” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 500 000 ლარის წლიურ საშემოსავლს შეიტანს.
“ახალქალაქი 1” ჰესის სიმძლავრე 7,5მბტ, ხოლო “ახალქალაქი 2” სიმძლავრე 1,6მბტ. ჰესის მშენებლობა ამა წლის სექტემბრის თვეში დაიწყება და 2023 წელს დასრულდება.
ახალქალაქის ახალი ჰესები: მოსახლეობა დათანხმდა
ჰესები და ახალქალაქი: ზარალი და სარგებელი
ახალქალაქის ახალი ჰესები: რისი ეშინია მოსახლეობას