ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორხის, ორჯას და დილისკის ტერიტორიაზე ორი ჰიდროელექტროსადგური შენდება, რომლის მშენებლობით დაკავებულია შპს “აისი”. აღნიშნულ სოფლბში კომპანია ინფრასტრუქტურის შენებითა და კეთილმოწყობით არის დაკავებული. ორჯასა და დილისკის მოსახლეობასთან მემორანდუმი უკვე ხელმოწერილია, ხოლო სოფელ კორხის მოსახლეობასთან ჯერ არა.

მდინარე ფარავანზე და მდინარე კორხის შენაკადზე შპს «აისი» ორ ჰესს- “ახალქალაქი1” და “ახალქალაქი2” აშენებს. თავიდან სამივე სოფლის – კორხის, ორჯისა და დილისკის- მოსახლეობა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი იყო. მშენებლობას განსაკუთრებით სოფელ კორხის მოსახლეობა აპროტესტებდა. კომპანიის წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ აღნიშნული სოფლების მოსახლეობას და დაპირდნენ სოფლებში ააშენონ ის, რასაც მოითხოვენ.

სოფელ ორჯასა და დილისკასთან კომპანიამ მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერა, მაგრამ კორხთან ჯერ არა. კომპანია “აისის” ინფორმაციის თანახმად, სოფლის მოსახლეობას ვერ გადაუწყვეტია, რის აშენება სურთ. სოფელ კორხში მერის წარმომადგენლის მესროპ ირიციანის ინფორმაციით, მათ დამატებითი გარანტიები სურთ მასზედ, რომ კომპანია მათ არ მოატყუებს.

თავდაპირველად სოფელ კორხის მოსახლეობაში უთანხმოება იყო- საქონლისათვის წყალსაცავ აუზსა და სპორტულ დარბაზს შორის ხალხმა არჩევანი ვერ გააკეთა. საბოლოოდ კომპანია “აისიმ” მოსახლეობის მოთხოვნით სოფელ კორხში ტრენაჟორული აღჭურვილობით თანამედროვე სპორტდარბაზის აშენებას დაპირდა.

სოფელ კორხში მერის წარმომადგენელი მესროპ ირიციანი ამბობს, რომ მოსახლეობა ჯერ მემორანდუმს განიხილავს, მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ მემორანდუმი სწორად არის შედგენილი, რათა შემდეგ მოსახლეობა არ დაზარალდეს.

“ახლა მოსახლეობა მემორანდუმს განიხილავს, თუ რამდენად სწორად არის შედგენილი, რათა შემდეგ დაპირებული სპორტდარბაზის მშენებლობა დაუსრულებელი არ დარჩეს. მოსახლეობამ გუბერნატორსა და დეპუტატს მიმართეს, რათა მათ თბილისში კომპანია “აისის” წარმომადგენლებს შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დააზუსტონ მემორანდუმის პირობები იმისთვის, რომ სოფლის მოსახლეობა მოტყუებული არ დარჩეს. მოსახლეობა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც დაპირდნენ”,- ამბობს მესროპ ირიციანი.

მისი თქმით, ისინი ახლა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ბესიკ ამირანაშვილის დასტურს ელიან, რომ ყველაფერი რიგზეა, რის შემდეგაც მემორანდუმს ხელი მოეწერება.

მოსახლეობა დამატებით გარანტიებს ეძებს, რათა კომპანიამ ჰესების მშენებლობის შემდეგ სპორტკომპლექსის მშენებლობაზე უარი არ თქვას.

“სოფელში 100%-იან გარანტის ითხოვენ. სოფლის მოსახლეობა კომპანიას სთავაზობდა ჯერ სპორტული დარბაზი აეშენებინათ და შემდეგ ჰესი. ახლა ჩვენ ჰესებისა და სპორტული დარბაზის პარალელურ რეჟიმში აშენებას ვთავაზობთ”,- ამბობს მესროპ ირიციანი.

სოფელ დილისკაში შპს “აისი” რამდენიმე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ჩაატარებს. სოფელ დილისკას სპეციალისტის ბაბკენ ნახატაკიანის თქმით, ყველა მათი მოთხოვნა მემორანდუმში იყო წადრგენილი.

“კომპანია დაგვპირდა მაჯადიიდან ჩვენს სოფლამდე 2800მ სიგრძის წყალგაყვანილობის ხაზის აშენებას ისევე, როგორც სასაფლაოსკენ მიმავალი გზის გაკეთებას, სასაფლაოს წინა მოედნის გამართას და მორწყვის დროს 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე ჰესების მუშაობის შეჩერებას, რათა ჩვენი მიწების მორწყვა მოვახერხოთ”,- ამბობს ბაბკენ ნახატაკიანი.

სოფელ ორჯაში საქონლისათვის ორი წყალსაცავი აშენდება.

“ჩვენ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, ისინი საქონლისათვის ტუმბოებით ორ წყალსაცავს და სოფლის ახალგაზრდებისათვის მდინარეში ბასეინს ააშენებენ»,- თქვა სოფელ ორჯას სპეციალისტმა რობერტ არევიანმა.

სოფელ ორჯას და დილისკას მემორანდუმს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში 2020 წლის 14 ივილისს მოეწერა ხელი.

მემორანდუმის თანახმად, შპს “აისი” ყველა სოფელში აშენებს იმას, რაც მოსახლეობას სურს.

“სოფელ ორჯამ და დილისკამ უკვე მოაწერეს ხელი, კორხმა ჯერ არა, მაგრამ ეს ტექნიკური საკითხია, და ისინიც მალე მოაწერენ ხელს”- კომენტარი გააკეთა არმენ მარანგოზიანმა.

“ჩვენ სოფელ ორჯასთან და დილისკასთან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, მაგრამ კორხში თავდაპირველად, საქონლისათვის წყალსაცავი, შემდეგ კი სპორტდარბაზი ისურვეს, მათ მემორანდუმს ხელი არ მოაწერეს და დრო მოითხოვეს. სოფლის მოსახლეობას შერჩეული პროექტის განხილვა კიდევ ერთხელ სურს. ჩვენ სოფლებში სოციალური პროექტებისა და ჰესების მშენებლობას პრაქტიკულად ერთდროულად დავიწყებთ”,- გვაცნობეს კომპანიიდან.

კომპანიის ინფორმაციის თანახმად, ისინი მუშაობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც სოფელ კორხში მემორანდუმს მოაწერენ ხელს და მუნიციპალიტეტი დართავს ნებას.

ჰესები და ახალქალაქი: ზარალი და სარგებელი

ახალქალაქის ახალი ჰესები: რისი ეშინია მოსახლეობას