უბედური შემთხვევა მოხდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ხულო-ზარზმას დამაკავშირებელ გზაზე. ავტომობილი, რომელიც გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
დაშვებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. კლინიკაში ამბობენ, რომ ერთის მდგომარეობა მძიმეა.
რომელი მუხლით იძიებს შსს მომხდარს – უწყებისგან ინფორმაციას ჯერ კიდევ ველით.
წყარო: tv9news.ge