ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საკონსულტაციო ჯგუფი იარსებებს. ჯგუფის შექმნა განსაზღვრულია საარჩევნო რეფორმით, რომელიც რეკომენდაციებისთვის გუშინ ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შედგებოდეს – სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან.
რაც შეეხება ჯგუფის საქმიანობას, პროექტით, საკონსულტაციო ჯგუფი ცესკო-ს წარუდგენს რეკომენდაციებს დავების განხილვის პროცესისთვის. ამ ჯგუფს ცესკოს განკარგულებით შეიძლება მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესში ჩართვა.