ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში ხვალიდან, 20 მაისიდან უკვე შესაძლებელია PCR ტესტის ჩატარება.
დღემდე ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში PCR ტესტები კეთდებოდა მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვისს: მასწავლებლები, პოლიციელები, მეხანძრეები და ტაქსის მძღოლები. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის ტესტები უფასოდ კეთდებოდა. მაგრამ 20 მაისიდან ყველას შეუძლია PCR ტესტები გაიკეთოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში. ტესტის გაკეთება ფასიანია.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, სირუშ
«ხალხი ყოველთვის მოდიოდა და PCR ტესტების გაკეთებას ითხოვდა, ბევრი იყო მსურველი, განსაკუთრებით მათ, ვინც გადაკვეთა, ან სურდა საზღვრის გადაკვეთა, რათა ახალციხეში არ წასულიყო, უარი ვუთხარით მათ, მაგრამ ახლა ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულება შპს „ტაიმის“ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიასთან და ხვალიდან შეგვიძლია ტესტები ჩვენთან გავაკეთოთ», – თქვა სირუშ ტონაკანიანმა.
თუ 5 საათში გჭირდებათ PCR ტესტის მიღება, უნდა გადაიხადოთ 130 ლარი, მაგრამ თუკი შესაძლებელია 12 – დან 24 საათამდე ლოდინი, მაშინ ტესტირება 110 ლარი ღირს.
პაციენტი თანხას თიბისი ბანკში იხდის.