გუშინ, 5 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებს გაუკეთეს.
JNEWS–ის ინფორმაციით, გუშინ ახალქალაქის საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მეორე მკვიდრი, 29 წლის მამაკაცი აიცრა.
ეს ინფორმაცია დადასტურდა, როგორც ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში, ასევე ახალქალაქის ჰოსპიტალში. ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერის, ალექსან თოროიანის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ჩინური ვაქცინა “სინოფარმა” გაუკეთდა.
”რეგისტრაცია ტარდება სამინისტროს ელექტრონულ მისამართზე, შემდეგ ჩვენთან უნდა მოვიდნენ, რომ ავცრათ. ამ ადამიანმა ვაქცინაცია წარმატებით გაიკეთა. არანაირი ჩივილი, ყველაფერი ნორმალურადაა. ვაქცინაციის პირველი ეტაპის შემდეგ, მეორე ეტაპი უნდა ჩატარდეს. ჩვენ გვაქვს AstraZeneca და Sinopharm-ი. რაც შეეხება Pfizer–ს, რეგიონებში ვაქცინაციას არ უკეთებენ, რადგან შენახვისთვის საჭიროა -70 ტემპერატურა. მათ, ვისაც Pfizer–ით ვაქცინაცია სურს, შეუძლია თბილისში, ბათუმში დარეგისტრირება და ვაქცინაცია. თუ AstraZeneca-ზე ვისაუბრებთ, მაშინ 55 წელზე მეტი ასაკის მცხოვრებლები ამ ვაქცინით აიცრებიან. ხოლო სინოფარმით- 18 წელზე უფროსი მოსახლეობა”, – თქვა ალექსან თოროიანმა.
შეგახსენებთ, ვინც ახალქალაქში პირველად აიცრა Pfizer-ის ვაქცინით, იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გაიოზ ლომსაძე.