მოსკოვში დენის მაცუევის ინიციატივით ახალგაზრდა პიანისტების საერთაშორისო კონკურსი Grand Piano Competition-ი იმართება, რომელშიც ახალქალაქელი ახალგაზრდა პიანისტი ანაჰიტ სტელმაშოვა მონაწილეობს. მაყურებელი ხმას აძლევს თავის საყვარელ პიანისტს და საბოლოოდ, გამოვლინდება ერთი მონაწილე, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა მაყურებელს.
ანაჰიტ სტელმაშოვას მხარდაჭერა, რათა მან კონკურსში – Audience Choice გაიმარჯვოს, შეგიძლიათ აქ ხმის მიცემით. ხმის მიცემა შესაძლებელი ინტერნეტით, ხვალამდე.
ორი ტურის შედეგებით ჟიური ხუთ ლაურეატს დაასახელებს, რომლებიც 5 ათასი დოლარის პრემიას მიიღებენ, ხოლო საბოლოო კონცერტზე განისაზღვრება გრან-პრის გამარჯვებული, რომელიც მიიღებს როიალს – Yamaha C3X-ს. რეგლამენტის თანახმად, Grand Piano-ს საპრიზო ადგილები არ გაიცემა: ათი დიპლომის მფლობელი მიიღებს პრიზებს 1 ათასი აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, ლაურეატების პედაგოგები მიიღებენ 1 ათას აშშ დოლარს.
მოსკოვში 7 ქვეყნის 15 პიანისტი გამოდის. პირველ ტურში ისინი ასრულებენ სოლო პროგრამას, ხოლო მეორე ტურში – კონცერტს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.