მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 153 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 153 მილიონს  გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 153 მილიონს, გამოჯანმრთელებულების რიცხვმა კი 130 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 153 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 3.2 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 130 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 19.4 მილიონია.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – საფრანგეთი, მეხუთეზე კი – თურქეთია.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე