საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 476 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 111, „პისიარ“ ტესტით – 4 365.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,81%, ბოლო 14 დღის – 5%, ბოლო 7 დღის – 5,6%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 312 954 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 294 252 გამოჯანმრთელდა, 4 163 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 89, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 114 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 790 პირი.
ამასთან, 2 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 595 პაციენტი.