დღეს, 26 აპრილს, სოფელ იხტილაში ძლიერმა ქარმა 2-3 სახლის სახურავი წაიღო, დაზიანდა გაზსადენი და ელექტროსადენები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ძლიერმა ქარმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილაში, 2-3 სახლს ალუმინის სახურავი მოხადა და დაახლოებით 50-60 მეტრის სიშორეზე წაიღო. როგორც სახლის მეპატრონეები ამბობენ, გაზსადენიც დაზიანებულია, გაზი ჟონავს.
როგორც სოფლის უფლებამოსილმა პირმა გვაცნობა, ამ დროისთვის სახურავის ნგრევის 2-3 შემთხვევაა ცნობილი, გაზი და ელექტროენერგია გამორთულია.
მერიაში გვითხრეს, რომ მათი თანამშრომლები სოფელში გაივლიან, რომ ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალი დააფიქსირონ.
ძლიერმა ქარმა სოფელ კოთელიაში ელექტრგადამცემი ბოძები მოგლიჯა.