როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოსმალეთში სომხების დახოცვა გენოციდად აღიარა, ახალქალაქელები სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში სანთლების დასანთებად და სხვებისთვის აღფრთოვანების  გასაზიარებლად მივიდნენ. ხალხი ჩქარობდა, რადგან  ე.წ. კომენდანტის საათი ახლოვდებოდა.

ახალგაზრდებმა სანთლები აანთეს ეკლესიის ეზოში, გენოციდის მსხვერპთა ძეგლთან. ისინი ფიქრობდნენ და სურდათ, როგორმე თავიანთი აღფრთოვანება და დაფასება გამოევლინათ. ზოგი რიცხვ 106-ის გამოსახვას სანთლებით ცდილობდა, სხვები ყვავილებით, იმის ნიშნად, რომ სომხეთის გენოციდის 106 წლისთავზე დიდი ნაბიჯი გადაიდგა მსოფლიო საზოგადოების აღიარებისკენ. აღსანიშნავია, რომ სომხების გენოციდი აღიარა საფრანგეთმა, კანადამ, გერმანიამ, რუსეთმა, ასევე, ათობით სხვა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ.