დღეს, ადგილობრივ სომხებთან ერთად, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) ხელმძღვანელობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებამ პატივი მიაგო უდანაშაულოთა ხსოვნას, სომხეთის გენოციდის 1.5 მილიონი კანონიზირებულ მსხვერპლს.

”როდესაც პირველად ჩამოვედი აქ, მას შემდეგ ყოველთვის თავში მიტრიალებს, რომ ეს ჩემი პირდაპირი პასუხისმგებლობაა. 9 აპრილს, მთელი ხალხი, სომხები მოდიან ქართველ ხალხთან და ქართველი ხალხი სომხებთან, ვიფიქრე, რომ ეს ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი იყო. ეს მწუხარება, ეს ტრაგედია გვაერთიანებს. ეს სამწუხარო მოვლენები დიდ ძალას გვაძლევს ”, – ამბობს მიტროპოლიტი.

საქართველოს მიერ სომხების გენოციდის აღიარებაზე დასმულ კითხვაზე ფაჩუაშვილმა უპასუხა, რომ არ სურს არაკორექტული იყოს.

”არ მსურს არაკორექტული ვიყო ჩემი სახელმწიფოს მიმართებით. სამწუხაროდ, მე მჯერა, რომ სახელმწიფო ჯერ არ არის ბოლომდე დამოუკიდებელი. ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადაწყვეტილება – მიღება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ დამოუკიდებლობისკენ, თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ მივდივართ, ვფიქრობ შეუძლებელი იქნება ამის მიუღებლობა. ვფიქრობ, რომ ადრე, თუ გვიან ამას თურქეთიც აღიარებს. რადგან თუ ჩვენ ერთად ყოფნა გვსურს, ერთმანეთის მწუხარება უნდა გავიზიაროთ”, – განუცხადა Jnews-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.