საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 187, პისიარტესტით – 14 564.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,75 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის –4,55 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 301 535 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 284 286 გამოჯანმრთელდა, 3 992 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 34 897 პირი, დღიურად აცრილია –1 560.
კარანტინის რეჟიმშია 232, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 527 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 682 პირი.
ამასთან, 22 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 688 პაციენტი.