დღეს ახალქალაქში შაბათობაა, მისი ჩატარების შესახებ მთელ საქართველოში “დედამიწის დღესთან” დაკავშირებით გამოცხადდა.
დასუფთავებაში მონაწილეობა მიიღეს ახალქალაქის სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებმა. ახალქალაქის სერვისცენტრის მენეჯერმა, არმენ ბიჩახჩიანმა შემდეგი რამ თქვა: ”შაბათობა დილით ადრე დაიწყო, ჩვენი სერვისცენტრის თანამშრომლებმა დილიდან, ჩვეულ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა, შემდეგ კი შაბათობასთან დაკავშირებით მუშაობა განაგრძეს. სხვა ორგანიზაციებმა ქალაქის სხვადასხვა ნაწილი დაასუფთავეს. სოფლებიდან მხოლოდ სოფელ თოთხამიდან გვირეკავდნენ ”.
ბიჩახჩიანი კმაყოფილია სერვისცენტრის თანამშრომლების მიერ გაწეული სამუშაოთი.
აღსანიშნავია, რომ 22 აპრილი – “დედამიწის დღეა”. დღეს საიუბილეო წელია, ეს თარიღი 50-ედ აღინიშნება, მაგრამ, ამჯერად კორონავირუსმა შეუშალა ხელი თარიღის თავისუფლად და მშვიდად აღნიშვნას, ვირუსმა დედამიწის ყველა კუთხეში შეაღწია და ასიათასობით ადამიანი იმსხვერპლა.
დედამიწის დღე პირველად აღინიშნა ნახევარი საუკუნის წინ, 1970 წლის 22 აპრილს, როდესაც მილიონობით ამერიკელი გამოვიდა ქუჩაში გარემოსდაცვითი მოძრაობების მხარდასაჭერად, სუფთა პლანეტის მოთხოვნით.