დღეს, 21 აპრილს, ახალქალაქის პარკში, რომელსაც ადგილობრივები “ხას ბახჩას” პარკს ეძახიან, ახალქალაქის სერვისცენტრის თანამშრომლებმა 3 გამხმარი ხე მოჭრეს.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის, არმენ ბიჩახჩიანის თქმით, მათ ხეები მერიის ბრძანებით მოჭრეს. ხვალ, 22 აპრილს, დასუფთავების დროს, ამ ადგილებში ნაძვის ნერგებს დარგავენ.
არმენ ბიჩახჩიანმა ასევე განაცხადა, რომ მათ 8 ხე მოჭრეს მკრტიჩ სარგსიანის ქუჩაზე. ხეების მოჭრა იგეგმება ახალქალაქის შესასვლელთან, შოთა რუსთაველის ძეგლთან და ამირანის გორასთან.
სერვისცენტრი ამ სამუშაოს ასრულებს დამატებითი სახსრების გამოყოფის გარეშე, საკუთარი ტექნიკით. მოჭრილი ხეები ეძლევათ იმ ადამიანებს, ვინც გასათბობად მოითხოვა.