საქართველოში კორონავირუსის 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 663 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 940 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 256, „პისიარ“ ტესტით – 8 684.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,79% ბოლო 14 დღის – 3,24%, ბოლო შვიდი დღის – 3,92%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 297 728 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 282 237 გამოჯანმრთელდა, 3 959 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია 31 019 პირი, დღიურად აცრილია – 810.
კარანტინის რეჟიმშია 308, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 270 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 513 პირი.
ამასთან, 19 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 659 პაციენტი.