22 აპრილი, დედამიწის დღე ახალქალაქში ხეების დარგვით აღინიშნება, მსურველებს გარემოს გამწვანების აქციაში მონაწილეობა შეუძლიათ.
მთელს მსოფლიოში დედამიწის დღე, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გარემოსდაცვითი კამპანია ტარდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ნერგებით დახმარებას კომპანია “აისი”დაჰპირდა. ეს კომპანია “ახალქალაქის ჰესი- 1”-ს და “ახალქალაქის ჰესი- 2”-ს აშენებს. ახალქალაქისსაკრებულოში დეპუტატებთან შეხვედრის დროს კომპანია «აისის» წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტს ფიჭვის 200, ნაძვის 20 და ტუიასა 50 ნერგი გადასცეს.
ნერგების დარგვის ადგილები ახალქალაქის სერვისცენტრმა უკვე განსაზღვრა. სერვისცენტრის დირექტორის, არმენ ბიჩახჩიანის თქმით, ხეები ვაჩიანის გზატკეცილის ორივე მხარეს დაირგვება – 200 ფიჭვის ნერგი და ქალაქის ცენტრალურ (ე.წ “ხას ბახჩას) პარკში – 20 ვერცხლის ნაძვი.
«და კიდევ ტუის 20 ნერგი იქნება. ქალაქში დავრგავთ, ჩავანაცვლებთ შარშან დარგულ დაზიანებულ ხეებს. ბიუჯეტის მიხედვით, წელს ჩვენ მხოლოდ “ხას ბახჩას” პარკის ყვავილებისთვის გვაქვს ფინანსები. თუმცა, წელს იქ სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, თუ ვერ მოვასწრებთ, ალბათ, ბიუჯეტში შევიტანთ ცვლილებებს, შევიძენთ ნერგებს და ამირანის გორაზე დავრგავთ, მთის «შიშველ» მხარეს»,- თქვა სერვისცენტრის დირექტორმა, არმენ ბიჩახჩიანმა.
ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება 22 აპრილს მონაწილეობის მსურველებს იწვევს შეუერთდნენ ხეების დარგვის პროცესს, ხეების დარგვა დაიწყება 22 აპრილს 14:00 საათზე.